კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიNATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს...

NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში – იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა – იენს სტოლტენბერგმა გიორგი გახარიას უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო მათი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ და ისინი ამაყობენ საქართველოს განვითარებით. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროზე:

საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც მრავალმხრივი წვლილი შეაქვს ალიანსის საერთო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიაში ქართველ მებრძოლთა მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ ერთად და თქვენც უნდა იამაყოთ თქვენი წვლილით ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში და ნატოს მისიებსა და ოპერაციებში.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ნატოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. წელს მოკავშირეები შეთანხმდნენ ნატო-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საჰაერო მიმოსვლის შესახებ მეტი ოდენობის რადარების მონაცემების გაზიარებას, ჰიბრიდულ საფრთხეებზე თანამშრომლობას და შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.

NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის აღიარებაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. მოგიწოდებთ, განაგრძოთ ნატოსთან დაახლოებისთვის არსებული ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი, რომ ოქტომბერში დანიშნული არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის,” – განაცხადა  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ შეფასებები გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ:

გასულ წელს, დინამიური ოპერაციები განვახორციელეთ. იგულისხმება პრაქტიკული წვრთნები. 2019 წელი განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ამ კონტექსტში. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა იმისთვის, რომ ნატო-სთან გავაღრმავოთ ურთიერთობა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...