spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ შემთხვევაში მოკლე ჩართვა არ იქნებოდა, რადგან ელიავას...

“ამ შემთხვევაში მოკლე ჩართვა არ იქნებოდა, რადგან ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ელექტრო ენერგია ითიშება” – ჯაბა ლომიძე

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუჩნდა ხისა და პლასტმასის სასაწყობე შენობას, შედეგად დამწვარია 15-მდე მაღაზია. ზარალის დათვლის პროცესი ჯერ-ჯერობით ისევ მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, ოთარ კერესელიძე:

„ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებული არავინ არ არის. სახანძრო და სამაშველო სამსახური, გამოძახებიდან, 6 წუთში იმყოფებოდა ადგილზე. დროულად ლოკალიზდა ხანძარი, რამაც თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელების საფრთხე. დაახლოებით, დამწვარია 800 კვადრატი“, – აცხადებს ოთარ კერესელიძე

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა ელიავას ბაზრობის ელექტრო-ინჟინერმა, ჯაბა ლომიძემ. ის ადასტურებს, რომ ელიავას ბაზრობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო:

„ამ შემთხვევაში, მოკლე ჩართვა არ იქნებოდა, რადგან ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ელექტრო ენერგია ითიშება. დირექციამ, მთლიან ტერიტორიაზე შეცვალა ელექტრო გაყვანილობა“, – აღნიშნა ჯაბა ლომიძემ.

მედიასთან საუბრისას, მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია რას უნდა გამოეწვია ხანძრის გაჩენა, რადგან ბაზრობის ტერიტორიაზე ელექტრო ენერგია ითიშება შვიდის ნახევარზე და ჩაკეტილ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება აქვს მხოლოდ დაცვის თანამშრომლებს. მათი განცხადებით, არსებული მაღაზიები დაზღვეულია.

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა. ხანძარი, აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად 2015 წელს გაჩნდა, ხოლო ყველაზე დიდი ზარალი, ბაზრობამ, 2017 წელს ნახა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...