კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგანაც ჩვენს უკან ოჯახები...

ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგანაც ჩვენს უკან ოჯახები დგანან – ალექსანდრე გიორგიძე

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მოაწყვეს აქცია, სადაც აპროტესტებდნენ მთავრობის მიერ შემუშავებულ არაეფექტურ გეგმას. გიდები, ტურიზმის სექტორი, ავტოიმპორტიორები, ფოტოგრაფები და ა.შ. მოითხოვენ საზღვრების გახსნას, რათა ქვეყანაში ეკონომიკა კვლავ ამუშავდეს.

აქციაზე საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ კომენტარი გააკეთეს აქციის ორგანიზატორებმა, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა:

,,ქვეყანაში ეპიდსიტუაციის ფონზე ავტოიმპორტიორთა ბიზნესი გაკოტრების პირასაა. მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა არ აღმოჩნდა ეფექტური. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ისევ და ისევ ჩაკეტილ საზღვრებს, მყიდველთა განახევრებულ რაოდენობას და არასაკმარის შეღავათებს ავტომობილებზე.

შეგახსენებთ, რომ ამ სექტორის წლიური ბრუნვა შეადგენდა $700 მლნ-ს. დღეისთვის არსებული სურათით ვერ ხერხდება ავტომობილების რეექსპორტი, რისი წინა პირობაც ჩაკეტილი საზღვრებია“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა

,,ჩვენი ძირითადი  მოთხოვნა ფრენების აღდგენაზე, კვლავ უცვლელია. ქვეყანაში უკვე ისეთი ვითარებაა, რომ უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა. თუ ჩვენს აქციებს არ მოჰყვება რეაგირება, დავიწყებთ შიმშლობას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგანაც ჩვენს უკან ოჯახები დგანან. ვაპირებთ ოფიციალური წერილით მივმართოთ მთავრობას“, – განაცხადა ტურიზმის სექტორის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ.

,,ჩვენი აქცია ტარდება უკვე მეოთხედ, მოთხოვნებიც უცვლელია: საკაკრანტინო ზონების გაუქმება, რეგულარული ფრენების აღდგენა, საბანკო ვალდებულებების გადახედვა. აღარ არის ფიქრის დრო. ხალხი უკვე მერვე თვეა უმუშევარია.

რაც შეეხება სტატისტიკას, მხოლოდ ტურიზმის სექტორში შემდეგია: დარეგისტრირებულია დაახლოებით 3500 სასტუმრო, 205 სატრანსპორტო კომპანია, 1500 ღვინის მარანი, 5000 გიდი და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს მონაცემები მოიცავს 500 ათას ადამიანს, რომლებიც დარჩნენ ყველანაირი შემოსავლის გარეშე’’, – განაცხადა გიდების ხელმძღვანელმა ალექსი პაიკიძემ.

შეგახსნებთ, რომ აღნიშნული აქცია მეოთხედ ჩატარდა კანცელარიასთან, თუმცა მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნებზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

ირაკლი ზარქუა: “რეჟიმი გასამართლდება – ამას აქვს თავისი ვადა”

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...