კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკავფიქრობ ეს პროცესი რაღაცნაირად დასტაბილურდება და მოხდება მისი...

ვფიქრობ ეს პროცესი რაღაცნაირად დასტაბილურდება და მოხდება მისი შენელება, შეჩერება – მარინა ენდელაძე კორონავირუსის გავრცელების ტენდენციაზე

დღეს ინფექციურ საავადმყოფოსთან გაიმართა ბრიფინგი საქართველოში COVID-19-ით დაავადებულთა განახლებულ სტატისტიკაზე. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.

მან კონკრეტულად მიმოიხილა ინფიცირებულთა მონაცემები საქართველოს ყველა რეგიონში და აღნიშნა, რომ მიუხედავად ტესტების რაოდენობის მატებისა, შესაძლებელია პროცესის შეჩერება და დასტაბილურება:

საერთო ჯამში გახლავთ 5254 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის, 294 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 27 სექტემბრის მდგომარებით. რაც შეეხება რეგიონებში განაწილების პროცენტულ/რაოდენობრივ მაჩვენებელს, კვლავ, აჭარის რეგიონი ლიდერობს 66%-ით და ეს შეესაბამება 193 ახალ პაციენტს. თბილისში დაფიქსირებულია 15% – 43 პაციენტი, გურიაში -16 პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5,  შიდა ქართლში – 4, კახეთში – 2 და მცხეთა-მთიანეთში – 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

თბილისში ვხედავთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა არაა დაფიქსირებული და მხოლოდ 15 პროცენტია. ჯერ-ჯერობით “მწვანე ზონაში” ვართ და ვფიქრობ არ იქნება მატება. დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა, რადგან არ არიან ინფიცირებულები დიდი რაოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ იმატა. ამდენად, ვფიქრობ რომ რაღაცნაირად დასტაბილურდება და მოხდება პროცესის შენელება, შეჩერება“, – განმარტავს მარინა ენდელაძე.

ბოლო მონაცემებით, 28 პაციენტია გარდაცვლილი. ინფორმაცია ახალი გარდაცვლილის თაობაზე არ ვრცელდება:

გუშინ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა თანმხლები მძიმე დაავადებები. დღევანდელი დღის მონაცემები ჯერ-ჯერობით არ მაქვს“, – აცხადებს მარინა ენდელაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...