spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება იყო" - თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი...

“ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება იყო” – თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი.

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

ბერძენიშვილის განცხადებით, სამეურვეო საბჭომ მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელში „დაწყებული საქმე უნდა გაგრძელდეს“.

პირველ რიგში, ვფიქრობ, ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. დაწყებული საქმე უნდა გაგრძელდეს, რადგან ეხება ტექნოლოგიურ გადაიარაღებას, ახალ შენობას – ეს არის პროცესი, რომელიც დაწყებულია და ამ საკითხზე არსებობს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, მათი გადაწყვეტილებაა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს.

ხშირად გვავიწყდება, რომ გარდა მედიაკონტენტისა, პროდუქტის შინაარსისა, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, არის მართვითი პროცესები. ყოველთვის ვამბობ, ორგანიზაციის მართვისას გასათვალისწინებელია კონკრეტული ციფრები, ერთგვარი „ექსელის“ ფაილი. საკმაოდ რთული პროცესია, იმ გაგებით, რომ ორგანიზაციაში ახალ ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა ამ პროცესის დალაგება, ამ პროცესში გარკვევა და რბილად რომ ვთქვათ, შემდეგ პროცესის მართვა“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. ამასთან, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...