ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა მნიშვნელოვანია როგორც ახლა, წინასაარჩევნო...

“ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა მნიშვნელოვანია როგორც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდეგ, უკვე პარლამენტში” – ნიკა მელია

ოპოზიციური პარტიების ერთიანონის აუცილებლობაზე, ერთიანი ძალებით მოქმედი ხელისუფლების დამარცხების შესახებ საუბრობს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელია:

ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა მნიშვნელოვანია როგორც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდეგ, უკვე პარლამენტში, რომ ამ ოპოზიციური პარტიების კინკლაობის შედეგად, წაგებული ოლიგარქი, საბოლოო ჯამში, მაინც მოგებული არ დარჩეს.

არც კამათია პრობლემა და არც ურთიერთკრიტიკა, ეს დემოკრატიის აუცილებელი პირობაცაა, მაგრამ დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვემალებიან სატელევიზოო ეთერებში და თოქ-შოუებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვლანძღავთ ერთმანეთს, გვაზიანებს ჩვენ, გულს უკლავს გამარჯვებას მოწყურებულ ამომრჩეველს და ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ხეირობს და სხვა არავინ.

გასაგებია რომ ყველა პარტია/ბლოკი ჩვენი ხმებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ამ ჩხუბით და ურთიერთლანძღვით, ჩვენ ჩვენს პარტიულ რეიტინგებს კი არა, მხოლოდ იმ გადაცემების რეიტინგებს ვზრდით, სადაც ვჩხუბობთ.

საბაბს ყოველთვის ვიპოვით ჩხუბისთვის, თავსაც გავიმართლებთ ახლა, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიმართლებთ თავს იმ ისტორიის წინაშე, რომელიც გვიკრძალავს მარცხს!

მოდი ვთქვათ სიმართლე – ერთობა რეალურად ჩვენი სურვილი კი არაა, ისაა, რაც მოგვისაჯა ქართველმა ხალხმა! ჩვენ მოსჯილი გვაქვს ერთობა, სხვაგვარად მარცხი გარდაუვალია. მარცხის უფლება არ გვაქვს!

შევხედოთ მთელ ამ პროცესს მომავლის გადმოსახედიდან და უფრო კარგად დავინახავთ ბევრ რამეს.

მე პირადად, მართლა მეამაყება რომ ყველა ოპოზიციური პარტია მეხმარება გლდანში ოლიგარქის დასამარცხებლად. პასუხისმგებლობასაც უფრო დიდს ვგრძნობ და ახლაც სწორედ ეს დიდი პასუხისმგებლობა მალაპარაკებს.

ძალა მხოლოდ ერთობაშია!” – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...