ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკა ითვალისწინებს ომით გაყოფილი საზოგადოების...

საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკა ითვალისწინებს ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებს 75-ე სესიაზე. აღსანიშნავია, რომ მიმართვა განხორციელდა დისტანციურად ვიდეო მასალის მეშვეობით. პრემიერ-მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმართა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. მთავრობის მეთაურმა რუსეთის მიერ განხორციელებული უწყვეტი უკანონო ბორდერიზაციისა და პროვოკაციების შესახებაც ისაუბრა, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს:

 საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, აფხაზეთი და ცხინვალი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო “COVID 19″-ს ებრძვის, რუსეთი არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგრძელებს დეზინფორმაციას ,,რიჩარდ ლუგარის’’ სახელობის ჯანმრთელობის დაცვის კვლევით ცენტრთან მიმართებაში.

საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორე მხრივ,ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

ჩვენი მიზანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობებითავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს, საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს,საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნების უპრეცედენტოდ მაღალმა რიცხვმა მხარი დაუჭირა საქართველოს და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციას – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ადასტურებს მათ უფლებას, ღირსეულად დაბრუნდნენ წინაპრების სახლებში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...