კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი იმედი და ნდობა არ მაქვს, რომ ზალკალიანი...

“არანაირი იმედი და ნდობა არ მაქვს, რომ ზალკალიანი დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პირიქით მან შეიძლება ტერიტორიები გაყიდოს” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აზეირბაიჯანი საქართველოს მშვიდობიანი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, საქართველომ თავისი ტერიტორიები უნდა დაიცვას. ოპოზიციონერი ლიდერი ამ საკითხთან დაკავშირებით ნულოვან ნდობას უცხადებს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ვაშაძითვის გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია მოლაპარაკების პროცესის დაჩქარება და მიაჩნია, რომ ეს პროცესები საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს, რომელშიც პოლიტიკოსებიც უნდა ჩაერთონ.

ჩემთვის ნულოვანი ნდობაა საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ და მტერმა ნუ ქნას, რომ ზალკალიანის იმედად იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა. საქმე შეეხება საქართველოს ტერიტორიებს, ჩვენს სიწმინდეებს და აქედან გამომდინარე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ჩვენ და საზოგადოებრივი საბჭო, რომ გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი. არანაირად არ ვენდობი ჩაფლავებულ გახარიას და მით უმეტეს ზალკალიანს.

რამ დააჩქარა საერთოდ ეს მოლაპარაკება?

დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ  საჯარო და გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი და ასევე მოვითხოვ დაუყოვნებლივ ჩაერთოს ძალიან ბევრი პირი, მათ შორის, ჩვენ პოლიტიკოსები, ამ საქმეში. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ტერიტორიები. რომ დაგვაკარგინონ თავისი ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებებით, მერე რას ვამბობთ? ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიცვათ! რა თქმა უნდა აზეირბაიჯანი ჩვენი მშვიდობიანი და სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. მე არანაირი იმედი და ნდობა არ მაქვს, რომ ზალკანიანი არის ის პირი, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პირიქით მან შეიძლება ტერიტორიები გაყიდოს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

“იმ დიდი სტრატეგოსების თავში ჩამახედა, გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – ნინო ჯანგირაშვილი

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...