კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და ეს...

ჩვენ გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და ეს იყო მოსალოდნელი – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ სწორი პოლიტიკის გატარებით შედეგად მოხერხდა დროის მოგება და დიდი რაოდენობა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა:

მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ყოველთვის აბსოლუტურად ღია და გულწრფელი ვიყავით მოქალაქეებთან, ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვის მოხსნას ლოგიკურად მოყვებოდა ინფიცირების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ, თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა, ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა და ეს გახლდათ ის, რომ მაშინ, არა თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური. აღსანიშნავია, რომ რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც, მოგეხსენებათ, ჩვენი ბევრი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც აღიარებულია.

მოგეხსენებათ საქართველო „მწვანე ქვეყანა“ რჩება დღესაც, თუმცა მეორე ეტაპი, არის ადაპტაცია და ჩვენ ადაპტაციისთვის გვჭირდებოდა დრო, დღეს კი ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე. პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ძირითდი ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების შეფერხება დროში, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული, მკვეთრად შეიზღუდა მობილობა რამაც მოგვცა შესაძლებლობა მოგვეგო დრო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ამოცანა იყო ჯანდაცვის სისტემის და ტესტირების სისტემის მომზადება, პერსონალის გადამზადება და კიდევ ბევრი სხვა მიზანი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა და განვახორციელეთ.

ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის და მკვეთრი შეზღუდვების დიდ ხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად ამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დავიწყეთ, რაც იყო აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფრაძიძეების, ვაზაგაშვილის და სხვათა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...