ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილარის კურსის ერთადერთი შველა ქვეყანაში მძლავრი და პოზიტიური...

ლარის კურსის ერთადერთი შველა ქვეყანაში მძლავრი და პოზიტიური მოლოდინის შექმნას შეუძლია, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ 40 მლნ დოლარის დახარჯვა ისევე არაეფექტური იქნება, როგორც უკვე დახარჯული 400 მილიონი დოლარის შემთხვევაში აღმოჩნდა. ვაშაძის განცხადებით, მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია პოზიტიური მოლოდინი გააჩინოს ქვეყანაში და დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უნდა წავიდეს, მოვიდნენ პროფესიონალები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ლარს არაფერი ეშველება:

უმძიმესი მდგომარეობაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს. უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა დოლარმა არაფერი შედეგი გამოიღო, ასევე იქნება 40 მლნ დოლარის შემთხვევაშიც. ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს და შემდეგ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. დღეს ეკონომიკაში საშინელი ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისი დროს დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად არაფერი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა, არანაირი რეფორმა არ შესთვაზა. ამ ფონზე გამოდიან და ხალხს ატყუებენ რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგად არის! ეს ნიშნავს, რომ ის კოლაფსი და კრიზისული მდგომარეობა მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება.

სწორედ ეს განწყობა რომ შეიცვალოს რადიკალურად და ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში, საქართველოს ეკონომიკა წინ წავა, მოსახლეობას დავუბრუნებთ სამუშაო ადგილებს და გავაძლიერებთ ბიზნესს! ამისათვის კი აუცილებელია ამ ხელისუფლების ცვლილება. გარდა ამ დიდი ცვლილებისა ქვეყანაში ვერაფერი ვერ შეძლებს ნეგატიური მოლოდინების შეცვლას პოზიტიური მოლოდინებით.

მოვუწოდებ ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის პრემიერ გახარიას, ძალიან გთხოვთ, ცოტა ილაპარაკეთ და ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს. ნუ დადიხართ კომუნისტურად გამოწკეპილი პიჯაკებით და ნუ აკეთებთ თქვენი გადმოსახედიდან განცხადებებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ნუ გვაჯერებთ, რომ საჩხერის მოდელი თურმე საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა და თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აჩენს იმ ნეგატიურ, კოლაფსურ სიტუაციას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

ლარის კურსის ერთადერთი შეცლა, ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ეს ძლავრი და პოზიტიური მოლოდინის შექმნას შეუძლია, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება!”

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება” – გიორგი ბარამიძე

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არ აღიარებს...

“ცესკო-მ ოფიციალურად აღიარა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფარული ხმის მიცემის უფლება დაირღვა”...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...