ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიხელისუფლების ვითომ მაგარი კრიზისმენეჯერობის ეიფორია ბოლომდე დაიმსხვრა -...

ხელისუფლების ვითომ მაგარი კრიზისმენეჯერობის ეიფორია ბოლომდე დაიმსხვრა – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა საინფორმაციო-სააგენტო ‘’პარალელი’’- ს ჟურნალისტის შეკითხვებს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა მთავრობის მიერ ტურისტული სექტორის ჩაკეტვაზე:

,,მმართველ პარტიას აქვს პოლიტიკური მიზანი ჩაკეტოს ტურისტული სექტორი. ის ეიფორია, რომელიც უნდოდათ მიეტანათ არჩევნებამდე ვითომ მაგარი კრიზის მენეჯერების თვალსაზრისით, დაიმსხვრა ბოლომდე. მე კითხვას ვსვამ, – ივნის-ივლისში მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი იყო ქვეყანაში, როდესაც ,,მწვანე ზონა’’- ში შეიყვანა საქართველო ევროკავშირმა, რატომ არ გაიხსნა საზღვრები? ახლა რატომ აპირებენ საზღვრების გახსნას?! იმიტომ, რომ კრახი განიცადა მათმა, პოლიტიკური მიზნებისთვის, შეწირულმა ეკონომიკამ,’’ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არჩევნებთან დაკავშირებითაც დააფიქსირა თავისი პოზიცია გიორგი ვაშაძემ. მან ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნებიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი განსაკუთრებული ინტერესისთვის. ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ლიდერმა მადლობა გადაუხადა, ასევე, პარტიის მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ რეიტინგის ზრდა პარტიის აღმშენებლობის სტრატეგიის შედეგია:

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადახვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აშშ-დან, გვყავდეს დამკვირვებლები არჩევნებზე. ჩვენ მოვისმინეთ მაიკ პომპეუს განცხადება, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არავინ მისცემს საარჩევნო მოროდიორობის უფლებას ,,დამსხვრეული ოცნებების’’ პარტიას. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას დემოკრატიის მშენებლობისთვის გამოვიყენებთ.

ჩვენ ასევე ყოველთვის ვსაუბრობთ საქმეზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს. ჩვენ ვართ პროფესიონალთა ჯგუფი, ვინც ზუსტად ვიცით, თუ რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი და რას ნიშნავს აღმშენებლობის სტრატეგია. აქედან გამომდინარეობს სწორედ ჩვენი რეიტინგის ზრდა. დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს და გვისმენს ჩვენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...