spot_img
მთავარიოკუპაციაარჩილ თალაკვაძე: რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო,...

არჩილ თალაკვაძე: რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, რუსეთი ცდილობს მეტად შეუშალოს მას ხელი

რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“, – ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად. მისივე თქმით, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, რუსეთი ცდილობს მით მეტად შეუშალოს ხელი ამ წარმატებებს, მათ შორის, დეზინფორმაციით.  არჩილ თალაკვაძის თქმითვე, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება დღეისათვის არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა – ვხედავთ, რომ არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან დაკავშირებით, არც სხვა საკითხებზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, შესაბამისად, მხოლოდ განცხადებები ვერ ცვლის იმ მძიმე ფონს, რაც სამწუხაროდ ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს – ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ის ინციდენტები და პროვოკაციები, რასაც რეგულარულად აქვს ადგილი.

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში,  რა თქმა უნდა, ახალი არ არის, რომ რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას – რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით მეტად ცდილობს შეუშალოს ხელი ამ წარმატებას. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, მასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაში. ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაცია ვერ  მოახდენს გავლენას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...