spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიახალგაზრდა ლეიბორისტებმა "ქართული ოცნების" დროშები ჩამოხსნეს

ახალგაზრდა ლეიბორისტებმა “ქართული ოცნების” დროშები ჩამოხსნეს

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, გლდანულაში, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ჩამოკიდებული “ქართული ოცნების” პარტიული დროშები ჩამოხსნეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო “პარალელთან” განმარტებები გააკეთა “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ქუმსიშვილმა:

,,გლდანულაში არის სკვერი, რომლის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ,,ქართულმა ოცნებამ’’ გადაწყვიტა ხალხის ბიუჯეტით გაკეთებული სკვერი უნდა ყოფილიყო ,,ქართული ოცნების’’ პარტიული დროშებით დამშვენებული, რაც არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა.  აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეხსნა პარტიული დროშები და მის ნაცვლად ჩამოგვეკიდა საქართველოს დროშები. ამის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა ადგილობრივმა ,,ზონდერებმა’’, რომლებიც გათამამებულები არიან მმართველი პარტიის მიერ. ისინი ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს მე და ჩემს მეგობრებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, პარტიული დროშების ნაცვლად საქართველოს დროშები აღვმართეთ.

პოლიციამ დამკითხა და შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმი. გაიმართება სასამართლო, სადაც წარვადგენთ ვიდეომასალებს, თუ როგორ დაგვესხნენ თავს.

დროშების წაღებას ვაპირებდით გლდანის გამგეობაში, თუმცა პოლიცია არ გვაძლევს ამის საშუალებას’’, – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...