ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითავს ესხმიან პარტიების წარმომადგენლებს, შტაბებს და აქტივისტებს -...

თავს ესხმიან პარტიების წარმომადგენლებს, შტაბებს და აქტივისტებს – გუბაზ სანიკიძე

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ისტორიკოსმა გუბაზ სანიკიძემ სააგენტო “პარალელთან” კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერმა ლიდერმა შეაფასა პროდასავლური პარტიების კონკურენცია და განმარტა, თუ რა იქნებოდა მომგებიანი ოპოზიციური პარტიებისათვის:

,,თუ შევაფასებთ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიას, შეიძლება ითქვას, რომ პროდასავლური ძალებში დღეს არის ჯანსაღი კონკურენცია, რაც ახასიათებს არჩევნებს. როდესაც პოლიტიკური მოძრაობები არ ქმნიან ერთიან სიას, მათ აქვთ უფლება ერთმანეთი გააკრიტიკონ და განსხვავებული მოსაზრებებიც არ გაითვალისწინონ.

ასევე, არ მგონია, რომ პროდასავლურ პარტიებს შორის არსებული კონკურენცია ხელისუფლებას რაიმეში წაადგება. არსებულ შემთხვევაში მთავრობას საქმე ექნება, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან, რომლებთანაც კონკურენციაში იქნება შესული. მე ვფიქრობ, ხელისუფლებას გაუჭირდება მთლიანი პოლიტიკური სპექტრის გაკონტროლება.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ უმჯობესი იქნებოდა შექმნილიყო გაერთიანებული სია, რაც გაამართლებდა საქართველოში. რადგან არ გამოთქვეს პოლიტიკურმა პარტიებმა ამის სურვილი, ეს არაფერს ნიშნავს, ასეც შეიძლება მოვუგოთ მმართველ პარტიას.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს წნეხის ქვეშ ხელისუფლების მხრიდან. ვხედავთ ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კრიმინალია ჩართული ამ საქმეში, ხელისუფლების მხრიდან.

თავს ესხმიან პარტიების წარმომადგენლებს, შტაბებს და აქტივისტებს. ხელისუფლებას ტოტალური ომი აქვს გამოცხადებული დემოკრატიასთან,’’ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...