კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუუნდა გაიხსნას მეტი ავიამიმოსვლა - გიორგი კოდუა

უნდა გაიხსნას მეტი ავიამიმოსვლა – გიორგი კოდუა

,,Hub Georgia”-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა საავიაციო სექტორში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს განვითარების შანსი და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. გიორგი კოდუამ, ასევე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იზოლაცია შეგვიყვანს ჩიხში და ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს მსოფლიოს მაგალითს, რომ ქართველებმაც ვისწავლოთ covid19-თან ერთად ცხოვრება:

,,არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ავიაციის სექტორზე მოხდა ვარდნა. პრობლემები შეექმნა დიდ ავიაკომპანიებს. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს დიდი ციფრები საავიაციო სფეროში, როგორც ,,air line”-ს. შესაბამისად, ჩვენ ნაკლებად მოგვიწია პრობლემებთან გამკლავება. 

ჩვენ გვაქვს განვითარების შანსი რესტარტიზაციის შემთხვევაში, ვინაიდან 21-ე საუკუნეში ახალი მსოფლიო ყალიბდება. ამ დროს უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება: სამოქალაქო სააგენტო, ნავიგაცია, ის, რაც რეგულირებაზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვიცავთ ყველა სტანდარტებს, ხოლო ახლა საჭიროა ამ რეგულირების გამოყენება. ასევე, საქართველოში პროექტების განხორციელება. ჩვენ გაგვაჩნია უსაფრთხო ცა.

სწორედ ახლა ჩნდება ყველაზე დიდი შანსი, რომ Covid19-ის შემდეგ განვითარდება ყველაფერი. ხოლო ჩვენ მწყობრ რიტმში უნდა ავუბათ ფეხი.

ყველა რეგულაცია, რა თქმა უნდა, ინდივუდუალურია. მე ვისურვებდი ქვეყანაში ყოფილიყო მეტი გახსნა. ქართველი მოქალაქეები ასრულებენ სახელმწიფოს მიერ შემოღებულ რეკომენდაციებს. მოსახლეობა საკმაოდ თვინიერი აღმოჩნდა.

უნდა გაიხსნას მეტი ავიამიმოსვლა იმიტომ, რომ ეკონომიკას წასწევს წინ უპირველეს ყოვლისა.

იზოლაცია ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეგვიყვანს. მთავარი არის ის, რომ არ მივეცეთ სრულ თვითიზოლაციას. მსოფლიომ დაიწყო ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ჩვენ უნდა გამოვნახოთ საშუალება, რომ ვიცხოვროთ შეძლებისდაგვარად COVID19-თან ერთად. პირველ რიგში ყოველივე ეს ტრასპორტისა და რეისების აღდგენაზეა დაკავშირებული“,განაცხადა გიორგი კოდუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...

“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...