კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუდარჩება თუ არა 24 000 ავტოიმპორტიორი ლუკმა–პურის გარეშე?...

დარჩება თუ არა 24 000 ავტოიმპორტიორი ლუკმა–პურის გარეშე? – ლაშა დარბაისელი

,,საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელმა სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ COVID19–ის გამო ავტოიმპორტიორების ბიზნესი გაქრობის პირასაა. მისივე თქმით,  სწორედ  ამ ბიზნესზე იდგა წლების განმავლობაში საქართველოს  ეკონომიკა. ლაშა დარბაისელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დარეგისტრირებულია 24000-მდე ავტოიმპორტიორი დღეს  მძიმე კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება:

,,ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ყურადღებას, რომ დაგვეხმარონ ეპიდსიტუაციის ფონზე. შეღავათები გაუკეთონ  მცირე და საშუალო ბიზნესებს.

დღეს ავტოიმპორტი, რეალურად, შეჩერებულია. აღნიშნული სექტორი გულისხმობს $700 მლნ–იან წლიურ ბრუნვას. გასულ წლებში საქართველო პირველ ადგილს იკავებდა ექსპორტში.

იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავტოიმპორტიდან შემოსავალი შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ $184 მლნ–ს. ეს ბიზნესი დგას გაკოტრების საშიშროების წინაშე. 24 ათასი ავტოიმპორტიორის უკან დგას ოჯახი, რომლებიც შესაძლოა ლუკმა–პურის გარეშე დარჩნენ.

მივმართავთ ხელისუფლებას, რომ გაგვიწიონ შეღავათები. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია უფსკრულიდან კვლავ ზედაპირზე ამოსვლა:

  1. განბაჟების ვალდებულების გადავადება შეეხოს 1 მაისის შემდეგ შემოყვანილ ავტომობილებს, 2021 წლის მარტამდე.
  2. გაიხსნას საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველოდან ხდება ავტომობილების რეექსპორტი.

ავტომობილების ბიზნესს აქვს იმის პოტენციალი, რომ კვლავ გაამყაროს ლარის კურსი და ქვეყანა გამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისისგან“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...

“იმ დიდი სტრატეგოსების თავში ჩამახედა, გახარიას რომ ქაჩავდნენ, ქოცებს ვასუსტებთო😅” – ნინო ჯანგირაშვილი

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიასა და კომისიის წევრებს შორის გამართულ...

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა...

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...