spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფლებასთან დაახლოებულმა რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს და...

ხელისუფლებასთან დაახლოებულმა რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებით დახმარება მიიღეს – გიორგი ვაშაძე სკანდალურ სიას აქვეყნებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის მხრიდან „ფულის კეთების“ სკანდალურ ფაქტებსა და კორუფციულ სქემებზე საუბრობს, ამასთან იმ ბიზნეს კომპანიებს ასახელებს, რომელთაც “დამსხვრეული ოცნებების” პარტია რეალურად ეხმარება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ხელისუფლებასთან დაახლოებულმარომელმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებით დახმარება მიიღეს, ჩამონათვალს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი ასაჯაროებს:

„ჩვენ წარმოგიდგენთ მართლაც ძალიან სკანდალურ და შემზარავ თემას, რომელსაც პირობითად „გახარიასეული ფულის კეთების სქემა, ჯიგრულ პონტში“ დავარქვით. ეს არის მისი ტერმინები და სწორედ ამ ტერმინებით ვესაუბრებით მას. როცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ტურიზმი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა? რეალურად ვის ეხმარება საქართველოს ხელისუფლება?“ – კითხულობს გიორგი ვაშაძე და საზოგადოებას ის კორუფციული სქემა წარუდგინა, რომელიც სწორედ მოქმედმა მთავრობამ დააანონსა, რომ თითქოს ისინი სულ მალე დაიწყებდნენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას სასტუმროს მეპატრონეებისთვის. მისივე თქმით, ხელისუფლების იღბლიანთა 500 კომპანიის სიაში ზაქარია ქუცნაშვილიც მოხვდა და არა იმ 3000 კომპანიაში, ვისაც დაფინანსებაზე უარი უთხრეს. ასევეა ზურაბ ხაჩიძე, “საქართველოს ბანკის”-ის შვილობილი კომპანია “გუდაური ლოჯი”. “საქართველოს ბანკს” მისივე გაცემული სესხის პროცენტი ბატონმა გახარიამ დაუსუბსიდირა.

„რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს, ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს. მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა თავიანთი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს. “ასევე საქართველოს” ბანკის შვილობილი კომპანია „გუდაური ლოჯი“. ანუ, გამოდის რომ, “საქართველოს ბანკს” მისივე გაცემული სესხის პროცენტი სუბსიდირება მოახდინა ბატონმა გახარიამ. სია საკამოდ დიდია, მათ შორისაა, „ალტიტუდი“, “სევსამორა“, „ყვარელი ედემი“, რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული, „მეგაპალასი“, „მეჯუდა“, „თეთრი ხიდი“. ეს არის ის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდგომ „ქართულ ოცნებას“ შესწირეს უზარმაზარი ფული. ფული, რომელიც უნდა წასულიყო იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ. მათ კი, მაგალითისთვის „ყვარელი ედემმა“ 235 000 ლარი, სევსამორამ – 317 000 ლარი შესწირა უკვე შესწირა „ქართულ ოცნებას“ ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდში. მოლოდინი ნათელია – ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე ხმები მოისყიდოს. ეს არის მხოლოდ ნაწილი. ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, ანტიკორუფციული კვლევა გრძელდება. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ჰყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...