ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგოგი წულაია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

გოგი წულაია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გამთენიისას საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მეუღლის ინფორმაციით, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკა “ელჯი”-ში მოათავსეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ გაკეთდა პირველი კომენტარები. კლინიკა “ელჯის” კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის განცხადებით გოგი წულაიას მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური:

ბატონი გიორგი წულაია არის 57 წლის და 11 წელია ჩვენთან აღრიცხვაზეა. დღეს დილის 07:30-ზე მოუვიდა გულის შეტევა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ეს არის რიგით მე-3 სერიოზული გულის შეტევა.

2009 წელს პირველი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ჰქონდა, რის გამოც ჩაუტარდა კორონალური სტენტირება. იგივე გაუმეორდა 2014 წელს, რის გამოც კიდევ 2 სტენტირება ჩაუტარდა პაციენტს.

დღეს დილით შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონოგრაფია, რის შედეგად დადგინდა, რომ მას ესაჭიროება კორონალური შუნტირების ოპერაციის ჩატარება. ამიტომ შედგება კარდიოლოგიური კონსილიუმი, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა და როდის ჩაუტარდება ბატონ გიორგი წულაიას,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...