პარასკევი, აპრილი 19, 2024

“კლინიკა ბიმონდში” კოვიდინფიცირებულთა მისაღებად დამატებითი საწოლების მობილიზება მიმდინარეობს

აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ინფიცირებული ხანდაზმულები ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს. როგორც “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს, ამ დროისათვის ექვსივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯამში კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.
პაციენტებიდან 12 ბავშვი, ხოლო ერთი 35 კვირის ორსულია.

სამედიცინო დაწესებულებაში ასევე მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზება კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული