კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს...

“NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილ იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც აღნიშნული კვლევითაც დასტურდება. ჩიხლაძის თქმით, მიმდინარე ვითარება ნათლად აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობას მედიკამენტებსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს:

NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. ბევრი ადამიანი, ჯერ კიდევ, დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი. განსაკუთრებით კი პენსიონრები – ვალით და სესხით ყიდულობენ მედიკამენტებს უიკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ზუსტად ამიტომ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდმა და გიორგი ვაშაძემ, ჯერ კიდევ შარშან, შევიმუშავეთ და დეტალურად გავწერეთ მექანიზმი და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაიაფდეს მედიკამენტები, როგორ გავხადოთ ის უფრო ხელმისაწვდომი, როგორ მოხდეს პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, როგორ უნდა გაკონტროლდეს უხარისხო წამლების შემოდინება ქართულ ბაზარზე.

ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოვადგინეთ აღნიშნული გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ,“ – განაცხადა ჩიხლაძე და სამოქმედო დეტალებზეც ისაუბრა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სამოქმედო გეგმა მდგომარეობს შემდეგში: წამლების ფასების გამჭვირვალობა, ფასწარმოქმნის ევროპული სტანდარტი და ფასნამატზე ზღვრული მაჩვენებლის დაწესება, როგორც ეს მიღებულია ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამით მოხდება პრევენცია, ცალკეული კომპანიები ცალკეულ მედიკამენტებზე 500-600% და 700%-იან მოგებას ვეღარ მიიღბენ, ისინი დაჯერდებიან იგივე მოგებას, როგორც ეს ევროპაში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებს გააჩნიათ. ისინი არიან წარმატებულები, ისინი ამ რეგულაციების გამო არ გაკოტრებულან და ბიზნესიც ვითარდება, შესაბამისად ამ ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ საქართველოში უკვე 2021 წლიდან,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...