პარასკევი, აპრილი 19, 2024

ქუთაისში COVID-19-ით ინფიცირებულებს კიდევ ერთი კლინიკა მიიღებს

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული “კოვიდ 19”-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.

პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალბატონიც. 11 პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

“კლინიკა ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი ერთი კორპუსი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი ემსახურება. კლინიკის სხვა ნაწილში კი გეგმიური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შემოსული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება,” – აცხადებს “კლინიკა ბომონდი”-ს ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული