ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაქუთაისში COVID-19-ით ინფიცირებულებს კიდევ ერთი კლინიკა მიიღებს

ქუთაისში COVID-19-ით ინფიცირებულებს კიდევ ერთი კლინიკა მიიღებს

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული “კოვიდ 19”-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.

პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალბატონიც. 11 პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

“კლინიკა ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი ერთი კორპუსი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი ემსახურება. კლინიკის სხვა ნაწილში კი გეგმიური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შემოსული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება,” – აცხადებს “კლინიკა ბომონდი”-ს ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...