ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ნინო ნიჟარაძე და...

აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ნინო ნიჟარაძე და ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული კლინიკების გარკვეული ნაწილის კოვიდცენტრებად გადაკეთებას, რათა ინფიცირებული პაციენტების დახმარება დროულად განხორციელდეს.

შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დამატებით 300 საწოლის გამოყოფის თაობაზე. ჯამში, აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული.

საუბარი იყო იმ საწოლფონდზე, რომელიც რეალურად გვაქვს, მოსალოდნელ კრიზისზე  და  პროგნოზულ რაოდენობაზე, რაც, შესაძლოა, საჭირო გახდეს მომდევნო ეპიდდაძაბული სიტუაციის დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კლინიკებისგან მოვისმინეთ მათი მზაობა და აზრი. შევთანხმდით საწოლების დამატებაზე, ასევე კლინიკების კოვიდცენტრებად გადამზადებასა და მაქსიმალურ ჩართულობაზე,“ – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზაალ კაპანაძემაც:

გავესაუბრეთ ჰოსპიტალურ სექტორს. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა დაახლოებით 3 000 საწოლამდე საწოლფონდის მობილიზება. შესაბამისად, ეს საკითხი გავიარეთ და მათ სრული მზაობა გამოთქვეს,“ – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

აღსანიშნია, რომ ქვეყანაში გამოვლენილი 152 კოვიდ-19-ის შემთხვევიდან 88 სწორედ აჭარის რეგიონში დასტურდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...