კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაგედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - პარტიის სხვა ლიდერები...

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – პარტიის სხვა ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩებიან

მას შემდეგ, რაც „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ლიდერს ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პარტიის სხვა წევრები მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

დღეს კი, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, გედევან ფოფხაძე გუშინ მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა:

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა.

გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

აღსანიშნავია რომ, პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” სხვა ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან,“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...