spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!" - გიორგი ვაშაძე

“ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაკავშირებით დებატებში სასაუბროდ იწვევს და მიმართავს:

ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლოაში არცერთი დაპირება, ხაზს ვუსვამ – არც ერთი დაპირება, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, არ შეასრულეთ. ტყულია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 8.2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სომხეთში.

ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ეკონომიკა წინ წავიდა და ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თქვენი მართველობის დროს, რეკორდულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. 40 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში კორონავირუსამდე, ხოლოდ 200 000 სამუშაო ადგილი ახლა დაიკარგა. არაფერს არ აკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიეროდ ბიუჯეტში მოძებნეთ 45 მლნ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის გადასარიცხად, რასაც IDFI-ის, Bellingcat-ის და   საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებიც ადასტურებს.

ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში. გამოუძიებელი საქმეებისა და გაუხსნელი დანაშაულებების გამო, 40 000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის ქალაქის ქუჩებში.

ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, დრამატულად იზრდება  ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე, პრობლემად რჩება მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით. არაფერს აკეთებთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც ბანკები ართმევენ ქონებას.

ბატონო გახარია, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ, ფაქტებით, სამსჯელოდ გიწვევთ დებატებში, ისევე როგორც ეს მიღებულია თანამედროვე, დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში. დებატებში გიწვევთ ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ, ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ.

მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისა და ქვეყნის აღმშენებლობისა უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა? 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ, საქმესა და ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის. ველი თქვენგან პასუხს და გელოდებით დებატებში!

ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...