spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავრობისგან მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და...

მთავრობისგან მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და თუ საჭიროა ჩვენც შევიტანოთ ჩვენი გარკვეული წვლილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში კორონავირუსის 158 ახალიშემთხვევას ეხმაურება და ჯანდაცვის სამინისტროსგან შექმნილი მდგომარეობდან გამოსავლის დეტალურ ანგარიშს ითხოვს. ამასთან, აცხადებს რომ  „სტრატეგია აღმაშენებლი“ მზად არის, შექმნილი კრიზისის  დაძლევაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და მოქმედ მთავრობას  მყისიერი ნაბიჯების გადადგმაში დახმარებას სთავაზობს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მონაცემები ყოველდღიურად მზარდია, რაც სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულ და გამართულ ქმედებებს მოითხოვს. ჩვენი მოთხოვნაა, ჯანდაცვის სამინისტრომ და უწყებათაშორისო საბჭომ წარმოადგინოს დეტალური ანგარიში, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს მოქმედი მთავრობა, რა დონეზეა მომზადებული ქვეყანა, რამდენი სტაციონარია, რამდენი საწოლია, სად  არის გადანაწილებული, არსებობს თუ არა ტესტების მარაგი, სად კეთდება ტესტირება და რამდენ ლოკაციაზე. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინსიტორს მხრიდან გაჟღერებული 21 ლოკაცია, საკმარისი არ არის. როგორ ხდება მობილური ადგილების შექმნა, მათ შორის, დრაივების, რაც მთავრობის სტრატეგიაშია აღწერილი? ყველა აღნიშნულ საკითხზე მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და თუ საჭიროა ჩვენც შევიტანოთ ჩვენი გარკვეული წვლილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში, რადგან მოგეხსენებათ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ტესტირების მექანიზმისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით პუნქტების გაშლის, დეტალური ალგორითმი, ჯერ კიდევ აპრილში შექმნა,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...