ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებითამარ ჟვანია: "100 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო...

თამარ ჟვანია: “100 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და საფუძველი ჩაუყარა იმ საარჩევნო კულტურას, რომლის განვითარებასა და გაძლიერებას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია 100 წლის წინ საქართველოში ჩატარებულ დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნებს ეხმიანება და მის უდიდეს როლს აღნიშნავს ქვეყნის ისტორიაში:

“14 თებერვალი საქართველოს არჩევნების ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და განსაკუთრებით წელს ეს თარიღი თითოეულ მოქალაქეს ახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს უკავშირდება. 1919 წლის 14, 15, და 16 თებერვალს ქართველმა ხალხმა მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნებში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისკენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას ერთი საუკუნე შეუსრულდა. ზუსტად 100 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და საფუძველი ჩაუყარა იმ საარჩევნო კულტურას, რომლის განვითარებასა და გაძლიერებას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

1919 წელს ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პრინციპები რომელსაც ის ეფუძნებოდა იმდროინდელი მსოფლიოსთვის ინოვაციად ითვლებოდა. არჩევნების საყოველთაოობა, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები, ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც ამ არჩევნებს იმ დროისთვის უნიკალურსა და უაღრესად პროგრესულს ხდის.

დღეს მინდა საქართველოს თითოეული მოქალაქე რამდენიმე წუთით კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ ჩვენი ისტორიის იმ გარდამტეხ მომენტში, სადაც ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი და შევახსენოთ ის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ღირებულებები, რომლისთვის ბრძოლაც ჩვენმა ქვეყანამ სწორედ 100 წლის წინ დაიწყო”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...