პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცნობილია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეული

ცნობილია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეული

დაპირებისამებრ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” საზოგადოებას საარჩევნო სიის პირველ ოცეულ წარუდგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და სახელისუფლებო პარტიის ლიდერები, სიის წარდგენა კი წილად ხვდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა სიის წარდგენის წინ განაცხადა, რომ პარტია არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, არამედ პრემიერ მინისტრს დაასახელებს და შესაბამისად სიის პირველ ნომრად მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე წარადგინა. “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება:

  1. გიორგი გახარია
  2. არჩილ თალაკვაძე
  3. ირაკლი კობახიძე
  4. თეა წულუკიანი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. კახა კუჭავა
  7. გიორგი კახიანი
  8. მარიამ ქვრივიშვილი
  9. მიხეილ სარჯველაძე
  10. მაია ბითაძე
  11. მიხეილ დაუშვილი
  12. გიორგი ამილახვარი
  13. ვიქტორ სანიკიძე
  14. მაკა ბოჭორიშვილი
  15. შალვა პაპუაშვილი
  16. დავით კაჭარავა
  17. ნიკოლოზ სამხარაძე
  18. გიორგი ხელაშვილი
  19. მარიამ ლაშხი
  20. ბექა დავითულიანი

საარჩევნო სიაში, პირველ შვიდეულში პარტიის ე.წ. “ძველი სახეები” მოხვდნენ, შემდეგ მოდიან ძირითადად ახალი და, შესაძლოა, საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ნაცნობი და უცნობი სახეები. აღსანიშნავია, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მანდილოსნებს 1/4 ნაწილი დაეთმო, სულ 5 ქალბატონი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...