შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიგიორგი ვაშაძე პოლიციაში დაიბარეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის...

გიორგი ვაშაძე პოლიციაში დაიბარეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარტიის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე  საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და პოლიციაში გამოცხადებას არ აპირებს.

გიორგი ვაშაძე  ჩვენი პარტიის  ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟისა და მოსალოდნელი  გასაჯაროების ფაქტებზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს.

გამომდინარე იქედან, რომ ანალოგიური საქმეების გამოძიებისა და პოლიციის მიმართ ჩვენი ნდობა არის ნულოვანი, რადგან “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობას, აღნიშნულ საქმეესთან დაკავშირებული, არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიება, რადგან არცერთი დამნაშავე დღემდე არ დასჯილა და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროების ფაქტების ვითომდა გამოძიების დროს, დღეს თავად აღმოჩნდნენ დაზარალებულები.

ბატონი გიორგი პოლიციაში არ გამოცხადდება. ჩვენ პოლიციის მიმართ არსებულ უნდობლობაზე არაერთხელ გვითქვამს. შედეგად, გიორგი ვაშაძე კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვს და მიმართავს სასამართლოს, შესაბამისად, მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...