პარასკევი, აპრილი 19, 2024

მთავრობის მხარდაჭერით რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ თითქმის ყველა მიმართულებით შექმნა კრიზისი და მათ შორის, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა რაგბის სფეროშიც. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და მათი მოგვარება ერთობლივი ძალებით გახდა შესაძლებელი. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერისა და რაგბის კავშირის ძალისხმევის შედეგად, დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა შესაბამისი პირობა არსებობს, რომ საქართველოს გუნდებმა მშვიდად გააგრძელონ ვარჯიში, აქტიურად მოემზადონ საქართველოს ჩემპიონატსა და სხვა თამაშებში საუკეთესო შედეგების საჩვენებლად.

საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა, არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ როლზე, რომლის ინვესტიციებით არაერთი მოედანი თუ კომპლექსი აშენდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას და არაერთი წარმატების მიღწევას.

საუბარი შეეხო, საქართველოს შანსს, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული