ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს...

ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოს საბანკო სექტორს მონოპოლიური კარტელის სახით ჩამოყალიბებულ სისტემად მოიხსენიებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს სახელმწიფოს უმოქმედობის ხარჯზე. ამ ფონზე, “დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლება მხოლოდ მასთან დაკავშირებულ ბიზნესზე ზრუნავს და სუბსიდირების ფარგლებში მხოლოდ ამ კომპანიებს ეხმარება.

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად  დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართული ბიზნესისთვისა და კერძო სუბიექტებისთვის კვლავინდებურად კრედიტები და მასთან დაკავშირებული განუზომლად მაღალი პროცენტები რჩება. “დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ბიზნესის დასახმარებლად, სუბსიდირება აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებშიც თავად აქვთ წილები, ეხმარებიან მხოლოდ იმ სექტორს, სადაც თავად გააჩნიათ ბიზნეს ინტერესები,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს მდგომარეობა ნაცნობია, ის იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ არ იციან საიდან გადაიხადონ სესხი, საიდან გადაიხადონ ვალები. ამ ფონზე მოქმედმა მთავრობამ აიღო 5 მილიარდი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალი და ამ გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარება.

220 მილიონი ლარის ქონება მარტო პირველ 6 თვეში გადაიფორმა საბანკო სექტორმა. ხალხი კარგავს სახლებს, ხალხი კარგავს ბიზნესს, ხალხი კარგავს ყველაფერს და ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება. ეროვნული ბანკის ფუნქცია არის არა ბანკების ინტერესების, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

რისთვის გვინდა ეროვნული ბანკი, თუ ის ისევ ბანკების ინტერესებს დაიცავს? რისთვის გვინდა პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ სახელთან და მის გარემოცვათან დაკავშირებული ბიზნესების ინტერესებს? მაინტერესებს ვინ იცავს გაჭირვეული და გაუკრვევლობაში მყოფი ხალხის ინტერესებს?

ათობით ადამიანი ყოველდღიურად მოდის ჩვენთან ოფისში, ჩვენი იურისტი ვეღარ აუდის მათი საქმეების, კონკრეტული შემთხვევების განხილვებს. როცა უსამართლოდ, უკანონოდ, ადამიანებს ართმევენ ქონებას და ამ ფონზე უმოქმედოდ არის ხელისუფლება, სირცხვილია!

მხოლოდ ბანკებისა და საკუთარი კომპანიების წახალისებაზე არ უნდა ფიქრობდნენ, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე როგორც კი გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ამოცანა იქნება ამ გაჭირვებული ადამიანების დახმარება. დეკემბერში ყველა პენსიონერს ჩამოეწერება გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი და მომავალი წლიდან ყველა სესხზე მინიმუმ განახევრდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 2-3-ჯერ შემცირდება საპოცენტო განაკვეთი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია: “დიქტატურა უნდა დაემხოს!”

29 აპრილს პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების ბინებში ჩატარებულ...

“მკვლელები და ყაჩაღები გვადანაშაულებენ ძალადობაში, კორუფციის მამები – მათი კორუმპირებული მონაგარის მითვისებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება საგამოძიებო კომისიისთვის  საგზაო...

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...