spot_img
მთავარიპირადი სივრცე"პასუხის პასუხი" პრემიერ გახარიას - არ წაგიცდეთ ხელი...

“პასუხის პასუხი” პრემიერ გახარიას – არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სადმე არ გამოაქვეყნოთ, თორემ  მძიმე პასუხს აგებთ თქვენს ქმედებებზე“ – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  რეაგირებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს, რადგანაც, მისი თქმით, “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობას, ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებული, არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიება და უფრო მეტიც, არცერთი შანტაჟისტი არ დასჯილა.

ხელთ მაქვს პირადი ცხოვრების ამსახველ საქმეებთან დაკავშირებული უამრავი ფაქტი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუძიებია. გუშინ ბატონმა, ე.წ. პრემიერმა, მოგვიწოდა, რომ ამ უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, რომელსაც მსგავსი ტიპის საქმეები თაროზე აქვთ შემოდებული და გამოძიებაზე არც ფიქრობენ. მე მას ვეკითხები: ნუთუ გგონიათ, რომ თქვენ ვინმე გენდობათ ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს? თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს მთავრობის კონკრეტულ ინტერესებზე. როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში,“ – აცხადებს ვაშაძე, სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრიც, რომელზეც განხორციელდა შანტაჟი, სწორედ ამ ნულოვანი ნდობის გამო არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ. 31 ოქტომბერს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი რასაც გავაკეთებ, სწორედ აი ამ ტიპის დანაშაულებს ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთ საქართველოში. ყველა, ვინც აქამდე იყო მსგავსი ტიპის სიბინძურეში  ჩართული პასუხისგებაში მიეცემა და მომავალში ყველას ეცოდინება, რომ არავის გაუვა მსგავსი მცდელობაც კი.

მივმართავ საზოგადოებას: ხომ ხედავთ, რომ წნეხის ერთადერთი გზა ხელისუფლებაზე საჯაროდ საუბარია და მოგიწოდებთ ყველას, ვის მიმართაც ასეთი ტიპის შანტაჟი ხორციელდება, ვის მიმართაც მგავსი ტიპის დაშინებას აქვს ადგილი გამოდით და ისაუბრეთ ამის შესახებ, ყველას გვერდში დაგიდგებით და იცოდეთ, რომ არ მიგატოვებთ არცერთ შემთხვევაში და ჩვენ ვაიძულებთ ამ მავნებლებს ხელი აიღონ ასეთი კანონგარეშე ქმედებისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან არაერთი განცხადებისა და მოთხოვნისა, ჩვენი მხრიდან მიმართვის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს, პირად ცხოვრებასთან დაკვშირებული, არც ერთი საქმე არ გამოუძიებია. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახლა გამოიძიებენ ესენი ამ საქმეს?“, – აცხადებს ვაშაძე და პრემიერ გახარიას მიმართავს.

ბატონო გახარია კიდევ ერთხელ  გაფრთხილებს, თქვენი შანტაჟის არავის ეშინია და იცოდეთ, საზოგადოების ნდომა თქვენს მიმართ ნულია. დიახ, მე ვთანამშრომლობ კერძო გამომძიებლებთან და დეტალურად ვიძიებთ აღნიშნულ საქმეს. არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წვერს არ გამოუქვეყნოთ რაიმე მასალა, თორემ ძალიან მძიმე პასუხს აგებთ თქვენი ქმედებების გამო.

ბრიფინგებს სწორედ, ამ მიზნით ვაკეთებ, ეს არის გამაფრთხილებელი და ერთადერთი გზა, რომელიც თქვენზე მუშაობს, სხვა არც ერთი მექანიზმი თქვენზე არ მუშაობს, გარდა საჯარო წნეხისა. ამ საჯარო წნეხს კი, ჩვენ სრულად გამოვიყენებთ და აუცილებლად გვექნება რეაქცია ყველა მსგავსი ტიპის უკანონობაზე, რაც შეიძლება თქვენ ჩაიდინოთ.

მესმის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს გაწუხებთ, ამიტომ გადახვედით ასეთი ტიპის შანტაჟსა და შევიწროებაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან თქვენ ხართ ჩვეულებრივი დამნაშავეები, რომლებიც მოკალათებული ხართ ხელისუფლებაში, უბრალოდ უნდა გაგისტუმროთ 31 ოქტომბერს და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მორიგი ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...