შაბათი, ნოემბერი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმოქმედი მთავრობის მიერ მიტოვებული და ბედის ანაბარა დარჩენილი 118 ათასი შშმ...

მოქმედი მთავრობის მიერ მიტოვებული და ბედის ანაბარა დარჩენილი 118 ათასი შშმ პირი – გიორგი ვაშაძე მძიმე სტატისტიკას აქვეყნებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემებზე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი, არსებულ მძიმე სტატისტიკას, “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს და მათი მხრიდან უყურადღებობაზეც მიანიშნებს:

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ოჯახები ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მიტოვებულები და ბედის ანაბარა დარჩენილები არიან. ფაქტობრივად სახელმწიფო კომპლექსურად არ ზრუნავს არსებულ პრობლემებზე.

საქართველოში, ოფიციალური სტატისტიკით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 118 000 ადამიანია. ფაქტობრივად, ეს არის 118 000 ოჯახი. შესაძლოა, რეალურად, ეს ციფრი გაცილებით დიდია, მაგრამ არსებული სტატიტიკაც შემაშფოთებელია. ეს არის მოსახლეობის დაახლოებით 3% და ეს ხალხი საკმაოდ დიდი პრობლების წინაშე დგანან. პრობლმები აქვთ, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ასევე შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის,“ – აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდი სისტემურად მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და მიაჩნია, რომ მოვიდა დრო მთავრობამ კომპლექსური სტრატეგია შეიმუშაოს.

220 თუ უფრო დაბალი პენსიიდან 16%-იან სესხს არ უნდა იხდიდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია. „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზივი, რომლითაც ფაქტობრივად, ზარალდება აბსოლუტურად ყველა. ის, რომ პენსია მოსამატებელია, განსაკუთრებით ე.წ. მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში, ამაზეც ხშირად მივანიშნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პრობლემას – ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მათი ოჯახების პრობლემა, რომელზეც “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს, არ აწუხებს და მათი მხრიდან მიტოვებულები არიან. ისევ და ისევ საბჭოთა მიდგომა – თითქოს ეს პრობლემა რეალურად არ არსებობს, თვალის დახუჭვა მათ გასაჭირზე და ეს ადამიანები წლები ცხოვრობენ ამ პრობლემებთან ერთად. ეს სამწუხაროა!

არასერიოზულია მიდგომა მოქმედი მთავრობის მხრიდან. თურმე სამ წლამდე არ შეიძლება საერთოდ სტატუსის მინიჭება – ეს არის კატასტროფა. ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ამ ადამიანებს აწვალებენ,“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სპეციფიური დაავადებების მქონე ადამიანების პრობლემებზეც საუბრობს და მათთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის ამუშავების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

აუცილებელია გავერკვეთ, თუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. უამრავი პრობლემაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პრობლემებთან ერთად ოჯახები ფაქტობრივად ვერ უმკლავდებიან დაავადებას და წლები უწვეთ ტანჯვით ცხოვრება. ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობდა, მუშაობს და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები.

  • პირველ რიგში – სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებული ბიუროკრატიული  ბარიერები და პროცედურები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას;
  • მეორე – დეკემბერში, პირობას ვდებთ, რომ ყველა სესხზე ეს უსაზღვროდ მაღალი პროცენტები აუცილებლად ჩამოიწერება;
  • მესამე – ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპლექსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხიდან. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიაზე, საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების 100%-იანი სადაზღვეო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ოჯახებს.

ასევე, რაც მთავარია, დასაქმების მიმართულებით მუშაობა. როცა იუსტიციის სახლში ვმუშაობდით მაშინ გაკეთდა ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც შშმ პირებს შეეძლოთ სახლიდან მუშაობა. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ, კარგად იმუშავა და ვფიქრობ მსგავსი პროექტები ამოვქოქოთ და ავამუშაოთ.

მთავარია, განსაკუთრებული საჭიროება – ეს არ უნდა ითვლებოდეს საზოგადოებაში პრობლემად. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პროგრამას ამზადებს აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერავინ ვერ შევძლებდით რეჟიმის ისეთ მასშტაბურ მხილებას, როგორც თვითონ ახერხებენ” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს, ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას"...

“ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად გამოწვევას” – ბეჟან ჯავახია ოპოზიციურ პარტიებს...

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ქვეყანაში შექმნილი...

“მისასალმებელია, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მართალია დაგვიანებით, ერთი წლის თავზე, მაგრამ აღიარა ხალხის ნება,...

„დღეს, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...