spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"წმ. მარიამი შეგეწიოს, ირმა, ილოროს წინდა გიორგის ხატი...

“წმ. მარიამი შეგეწიოს, ირმა, ილოროს წინდა გიორგის ხატი გფარავდეს ამდენი უგუნური მტრისგან!” – ხათუნა ხოფერია

ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის მიერ ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის ჩატანის თემის ირგვლივ გამოწვეულ ვნებათაღელვას ეხმიანება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია და ყოველივეს ინაშვილის მიმართ არაადექვატურ შეტევად მიიჩნევს:

ხომ კარგად ხართ?!…
ისეთი არაადეკვატური შეტევა ხორციელდება ირმა ინაშვილზე, იმდენი მოულოდნელი და უსაფუძვლო ბრალდება ისმის, იმდენად დაუნდობელი, დაუნახავი, უღირსი საქციელის მოწმენი გავხდით, რომ სხვა კითხვა არ მიჩნდება!

– ხომ კარგად ხართ?…

არ მივედ-მოვედები “ფული სადან” თემას, არც “პატრიოტი რატომ დაირქვი” კითხვას… ხატის, ილორის წმინდა მარიამის ხატის გარშემო ატეხილ უბადრუკთა აღშფოთებას შევეხები ზედაპირულად….

როგორ ჩაიტანა? ვინ გადაატანინა? ვინ გაკრიშა?

რა თქვენი საქმეა?! რა იყო, ცუდია რომ ჩაიტანა?! 30 წლის შემდეგ, ქართველმა (რა მნიშვნელობა აქვს ვინ…) ილორის ტაძარში მარიამის ხატი დააბრძანა!!! ცუდი ქნა რამე? დააშავა რამე? შენ რატომ არ ქენი იგივე?

“გმირ” ვაჟა ექიმს თუ ქონდა უფლება თავის სამშობლოში გადასვლის… და ამ გმირობისთვის მისი სახელი შუბლზე და უკანალზე “ნაკოლკით” გქონდათ წაწერილი, ირმამ რა დააშავა?! თუ ვიცე-სპიკერს სამშობლო არა აქვს?! თუ აფხაზეთი პოლიტიკოსისთვის სამშობლო აღარ არის?! თუ ხატის მშვიდობიანი ჩაბრძანება და უკან მშვიდობით დაბრუნება არ ეპატიება?!

ამიტომ გეკითხებით, ხომ ხართ კარგად?!

ახლა, ახალი სატკივარი შემოუგდიათ აფხაზ “მეგობრებს” – ხატი პრინტიაო და არანაირ საკლესიო ღირებულებას არ წარმოადგენსო… ჰო და, ქართველებიც აშეარებენ ამ მკრეხელობას, უვიცობას, სიბეცეს და უტვინობას…

ხატი – ხატია… ფერწერულიც, დალამინატებულიც, დაპრინტულიც… აბა, ყველა ხატი ვერ იქნება ნიკიტინის, რუბიოვის, სვიმონ უშაკოვის, ჩვენი ფოკას მონასტრის ოსტატების შესრულებული… ბევრჯერ მილოცია ტაძარში “დაპრინტულ” ხატთან, მიტირია, მოწყალება მითხოვია და… მიმიღია!

ის მაინც გეთქვათ, რომ ხატწერის კანონიკაა დარღვეული… არა… პრინტიაო… პრინტი…
აი, მაგიტომ გეკითხებით – კარგად ხართ?!…

არა… არ ხართ კარგად!

მე კი, მადლობას ვეუბნები ირმა ინაშვილს იმისთვის, რომ:
1. ჩემი სამეგრელოს მთავარ სალოცავში – ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში – მარიამ ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა! (თუნდაც, რამოდენიმე დღით).
2. რომ ჩააღწია და ქართულად ილოცა!
3. და რაც მთავარია – ილორის ტაძარში დაბრძანებულ ხატს სახელად ილორის წმ. მარიამის ხატი ეწოდა! და ასე დარჩება ჩემი შთამომავლობისთვის!!!

შეგეწიოს, ირმა, წმ. მარიამი! ილოროს წინდა გიორგის ხატი გფარავდეს ამდენი უგუნური მტრისგან! გამარჯვებულს გევლოს მუდამ შენი სამშობლოს მიწა-წყალზე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...