ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოამიმდინარე წელს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის რაოდენობა გაიზარდა

მიმდინარე წელს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის რაოდენობა გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოდან 1,797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81% – ით აღემატება

► მიმდინარე წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 991 ტონას შეადგენდა.

► 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

► მიმდინარე წელს, ქართული თხილი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.

► ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (460 ტონა), იტალიაში (423 ტონა), ჩეხეთში (154 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (42 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (66 ტონა), უკრაინა (61 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (154 ტონა).

► აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...