პარასკევი, ივნისი 27, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"დამსხვრეული ოცნებების" მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,  რომ არჩევნები...

“დამსხვრეული ოცნებების” მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,  რომ არჩევნები საერთაშორისო დამკვირველების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ეს მათ ვერ უშველით – თეონა აქუბარდია

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში არ გამოგზავნის, რომლის მიზეზად ორგანიზაცია მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ასახელებს. „სტარტეგია აღამაშენებლის“ სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ეს მათ ვერ უშველით.

თეონა აქუბარდია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) საქართველოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არსებულ დასკვნასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობამ ორგანიზაციის შენიშვნები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა. შედეგად, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები კვლავ შეინიშნება. აქუბარდიას განცხადებით, მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა ოპოზიციური პარტიები მზაობას გამოთქვამენ თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად.

ეუთო/ოდირის დასკვნა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არ იყო სრულიად გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსში. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, კვლავ შეინიშნება არასამართლიანი გარემო, რაც უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის  ფაქტებს. ამასთან ერთად ნამდვილად დიდი პრობლემაა, რომ ყველა დამკვირვებელი პანდემიიდან გამომდინარე ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს  მზაობა თითოეული მოქალაქის ხმა დავიცვათ,“ – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...