ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული სუბსიდირებული...

12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში – ნათია თურნავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამთავრობო სხდომის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც მცირე და საოჯახო ტიპის ბიზნესების კვლავ ისარგებლებენ შეღავათებით. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივაზე – ,,იმუშავე საქართველოდან“ და ამ მხრივ კონკრეტულ აქტივობებზე:

,,ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს – ტურიზმის ინდუსტრიას, კეროდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოვახდიენთ 6 თვით ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში.

დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული, სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში.

ვინც უკვე მოგვმართა, მათ უკვე აღარ დაჭირდებათ დამატებითი აპლიკაციის შევსება და ჩვენ პირდაპირ ბანკებთან ვითანამშროლებთ. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ მომართული, კიდევ აქვთ ვადა 10 ოქტომბრამდე, მიმართონ თავიანთ დამფინანსებელ ბანკებს და ,,აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს, იმისათვის, რომ ჩვენ 12 თვის ბანკის პროცენტი დავუფინანსოთ.

როგორც ჩანს, ეპიდემია არ თმობს თავის პოზიციებს, ამიტომ ტურიზმის მხარე საჭირობს დახმარებს, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სახის ბიზნესი, სასტუმროები.

ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახლახანს დავაანონსეთ ეს ინიციატივა ,,იმუშავე საქართველოდან“, რაც გულისხმობს დისტანციურად მომუშავე უცხოელების ცამოყვანას საქართველოში და მოვიწვიეთ ყველა ის ადამიანი, ვისაც თვეების მანძილზე შეულია დისტანციურად იმუშაოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“სამოქალაქო საზოგადოება პასუხად ირჩევს ღირსებას და წინააღმდეგობას. მადლობა ამ პოზიიციისთვის” – ვიკა ბუკია

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უარს აცხადებენ ხელისუფლებას მიაწოდონ, ორგანიზაციაში დაცული, მათი...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...