შაბათი, ივნისი 14, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაკორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში

2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1548-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 26 აჭარის რეგიონს უკავშირდება, საიდანაც 22 საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელია. 5-ის ინფიცირების წყარო კი, ამ დრომდე, უცნობია:

დაგვემატა 38 ახალი შემთხვევა – იყო 1510 და გახდა 1548 დადასტურებული შემთხვევა. ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია – 22 არის ბათუმის, საკონდიტრო მაღაზია “დონას” კლასელტერიდან, 7 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილია, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით,” – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. 31 აგვისტოდან დღემდე შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა.

ასევე, დღეს გამოვლენილი 38 ახალი შემთხვევა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რაოდენობრივად 16 აპრილის შემდეგ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...