შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაკორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება საქართველოში?

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება საქართველოში?

უკვე მეორე დღეა ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, რაც არ შეიჩნეოდა წინა დღეებისა და კვირების განმავლობაში. 31 აგვისტოს დადასტურდა 18, ხოლო 1 სექტემბერს – 23 ახალი კორონავირუსის შემთხვევა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 1 510-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამეში გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, ბოლო მონაცემებით ვირუსისგან განკურნებულია 1253 პაციენტი.

ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ 23 შემთხვევიდან ერთ შემთხვევაზე არ არის ცნობილი ინფიცირების პირველ წყარო.

23 შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 14 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულებთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 5 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდ-კვლევა,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 510 ადამიანი;

გამოჯანმრთელებულია – 1 253;

მათ შორის გარდაცვლილია – 19;

კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 059 ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239 პირი, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...