პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს...

“ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისთვის – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და თავისუფალ პირობებში. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება“ სტაბილურად მაღალი და მზარდი რეიტინგით გამოირჩევა, რაც იძლევა ნდობის ძლიერ მანდატს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში მყარ უმრავლესობას შექმნის:

,,დღეს ოფიციალურად დაიწყო ,,ქართული ოცნების“, როგორც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან პირობებში ჩატარდეს, რასაც ხელს შეუწყობს ჩვენ მიერ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთოს მოდელის შესაბამისად თვისებრივად განახლდა და დაიხვეწა.

,,ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის პროცესშია. ჩვენი პარტია აგიტაციას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად აწარმოებს. ჩვენი ლიდერები, კანდიდატები და აქტივისტები, ამომრჩევლებს ქალაქებსა და სოფლებში ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ ხედავენ რეგიონისა და ქვეყნის წინსვლასა თუ განვითარებას.

მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინა საარჩევნო კამპანია და ,,ქართული ოცნების“ მსგავსად, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაში წვლილი შეიტანონ. პარტიას აქვს სტაბილურად მაღალი და მზარდი რეიტინგი, რაც გვაძლევს ძლიერ ნდობის მანდატს საზოგადოების მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ 31 ოქტომბერს, შექმნის მყარ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში. ,,ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...