ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: პროტოკოლის მიხედვით არჩილ თალაკვაძე იმყოფება თვითიზოლაციაში

ირაკლი კობახიძე: პროტოკოლის მიხედვით არჩილ თალაკვაძე იმყოფება თვითიზოლაციაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისში კორონავირუსთან დაკავშირებული პროტოკოლის მიხედვით, უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, ყველა თანამშრომელს მათ შორის კობახიძესაც ჩაუტარდათ ტესტირება და პასუხი უარყოფითია, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს იმყოფება თვითიზოლაციაში, რათა მის გარშემო მყოფ პირთა უსაფრთხოება დაცული იყოს:

როგორც მოგეხსენებათ პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, ოფისში ჩატარდა დეზინფექცია და შტაბის მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს და ეს რა თქმა უნდა არ შეაფერხებს პარტიის საარჩევნო კამპანიის წარმოებას და კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ტესტირება გუშინწინ მეც ჩავიტარე შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც და საბედნიეროდ პასუხი უარყოფითი მოვიდა და ვგეგმავთ, რომ როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული 3 დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება.

არჩილ თალაკვაძე პროტოკოლის მიხედვით იმყოფება თვითიზოლაციაში, იმისათვის, რომ მის გარშემო მყოფ პირთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული.

ერთი არის ჩვენი ოფისის თანამშრომელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, დანარჩენი ორი არ არის ოფისის თანამშრომელი,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...