სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისტიქიური უბედურებახანძარი ამაზონზე: არის თუ არა სტიქია შარშანდელზე მასშტაბური?

ხანძარი ამაზონზე: არის თუ არა სტიქია შარშანდელზე მასშტაბური?

ამაზონის ტყეში ხანძრის მასშტაბებზე BBC განცხადებას ავრცელებს და კვლევებზე დაყრდნობით, ახალ მაჩვენებლებს გვთავაზობს:

ამაზონის ტროპიკული ტყე, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალური მნიშვნელობის მატარებელია, ხანძრის გამო საფრთხეშია.

ცეცხლის სეზონის წლევანდელ მაჩვენებლებში ზრდა შეინიშნება, რაც მეცნიერებს აშინებს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჯაირ ბოლსონარუმ, მიუხედავად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებისა განაცხადა, რომ მტკიცებები, თითქოს ამაზონის ტყე “ცეცხლშია გახვეული”, სიმართლეს არ შეესაბამება.

საერთო ჯამში ბრაზილიის ტერიტორიაზე ამაზონის ტყის ხანძრის მასშტაბი ივლისის თვემდე საკმაოდ მაღალია, თუმცა იგივე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელს ჩამოუვარდება.

საფრთხისშემცველია ის ფაქტი, რომ ხანძრის გავრცელება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო:

„თუ ჩვენ განვიხილავთ ივლისის თვეში ცეცხლის მასშტაბებს 2010-2019 წლების პერიოდში, მაშინ 2020 წლის ივლისის თვეში ხანძრის მასშტაბი საშუალოდ 55.6%-ით გაიზარდა.

იგივე მაჩვენებლის ზრდა ივნისის თვეშიც შეინიშნება (2019 წლის ივნისის თვესთან შედარებით, მაჩვენებელი19.6%-ით გაიზარდა, 2010-2019 წლების ივნისის თვესთან შედარებით კი – 36.1%-ით).

ხანძრის სეზონის პიკი აგვისტო-სექტემბერია, ამიტომაც ივნისისა და ივლისის თვეებში ხანძრის მასშტაბის უეცარი ზრდა მღელვარებას იწვევს,“ – აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბრაზილიელი მეცნიერი, მარსია კასტრო.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...