კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს გამონაკლისის...

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს გამონაკლისის დაშვებას და ბავშვისთვის წესის აგებას სთხოვს

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ „რუსთავი 2-თან“ კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ეკლესია წესის აგებას ვერ შეძლებს, რადგან გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. მეუფე გიორგიმ განაცხადა, რომ საქმის გამოძიებას მამაოს დაავალებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მიიღებს:

ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ეს ღვთის გმობაა, სად გვაქვს ამის უფლება? არ შეიძლება გამონაკლისები, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? როგორ გეკადრებათ, ეს ჩვენს კანონში არ წერია..

გამონაკლისები ხდება იმ შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობები გვაქვს, ხოლო თუ არაფერი გვაქვს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.

დავავალებ მამაოს, გამოიკვლიოს და პასუხს შემდეგ მოგახსენებთ, ჯერ კი გამოვიძიებთ,“ – აცხადებს მეუფე გიორგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს გარდაცვლილი მოზარდის ბებიაც აკეთებს. ოჯახი საპატრიარქოს გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, რადგან ბავშვი მორწმუნე იყო. გარდა ამისა, ბებიის თქმით, უცნობია მან თავი ნამდვილად მოიკლა, თუ არა:

ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას აქედან წესის აუგებლად ნუ გაუშვებს. ის მორწმუნე იყო.

შეიძლება, სულ არ მოუკლავს თავი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, ღმერთის წინაშე მართალი უნდა ვიყო. ხოლო თუ ბავშვმა თვითმკვლელობა ნამდვილად ჩაიდინა, ეს იყო სტრესის გამო, ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს, რომ წესის აგების ნება დართოს.

მე მაქვს იმედი, რომ გამონაკლისს დაუშვებენ,“ – აცხადებს “რუსთავი 2”-თან გარდაცვლილი მოზარდის ბებია.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...