პარასკევი, აპრილი 19, 2024

გიორგი ვაშაძე იქნება კარგი პრემიერობის კანდიდატი – დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში ძალიან ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანია გაერთიანებული, რომლებსაც ნამდვილად უნდათ საქართველოსთვის სიკეთე და განვითარება. ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძე კარგი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება:

ზოგადად, როდესაც ძლიერი კანდიდატები ერთ ოლქში იყრიან კენჭს, რა თქმა უნდა არ არის კარგი, ვინაიდან ხმების გაფანტვა ხდება.

დარწმუნებული ვარ გიორგიში, რომ გადამწყვეტ მომენტში ის დადგება მართალ, სწორ მხარეს. ვერ წარმომიდგენია გიორგი ბიძინა ივანიშვილის ან მათ მიერ განხორციელებული, რომელიმე პროექტის გვერდით. ზოგს საკუთარი ძალების იმედი აქვს, დარწმუნებულები არიან თავიან ენერგიაში და ფიქრობენ, რომ ბევრად მეტი საქმის გაკეთება შეუძლიათ ვიდრე რომელიმე სხვას, ეს იწვევს ზოგჯერ იმას, რომ ვერ შედგება ხოლმე მოლაპარაკება ოპოზიციურ ძალებს შორის. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გიორგი არ დაიჭერს არასწორ მხარეს.

შემიძლია ვთქვა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში ძალიან ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანია გაერთიანებული, რომლებსაც ნამდვილად უნდათ საქართველოსთვის სიკეთე და განვითარება.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას, რეალურად, რომ ვიმსჯელოთ პრემიერობისთვის პარლამენტში ხმათა უმრავლესობაა საჭირო, მე ვთვლი, რომ თუ გიორგი აიღებს ხმათა უმრავლესობას პარლამენტში ან ნებისმიერი სხვა, რომელიც დასახელდება ოპოზიციური ძალებიდან იქნება კარგი პრემიერობის კანდიდატი.

ჯერ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ყველაფერი გაირკვევა არჩევნების შემდეგ, თუმცა გიორგის ნამდვილად არ აკლია ენერგია და თუ ის ხმების უმრავლესობას მოიპოვებს ნამდვილად იქნება შესაძლებელი რომ გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

რეალურად საქართველოს ბოლო წლების მანძილზე არ ჰყოლია პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ჰყავდა ბიძინა ივანიშვილი და ეს კაცი ნიშნავდა ტექნიკურად სახეებს ამ პერიოდის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს გათენდება და ეს სიბნელე, უიმედობა და განუვითარებლობა, რომელიც 8 წლის განმავლობაში დასადგურებულია ქვეყანაში გადაივლის და საქართველო ისევ დაუბრუნდება განვითარების გზას“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული