ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში ყველანაირად ვაზღვევთ” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომელიც ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვისაა განკუთვნილი.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდეგ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებს არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და მოქალაქეებს სოციალურ პრობლემებს უქმნის:

ეს გახლავთ კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყნაში დაუსრულებელ მშენებლობას ყველანაირად ვაზღვევთ.

მოგეხსენებათ, დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისათვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და შემდგომ, თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მილიონიან გარანტიას იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს.

ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც. დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს. გარდა ამისა, უამრავ სოციალურ პრობლემას უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველი შენატანები უკვე მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული