ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბაღდათში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ბაღდათში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, იმერეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათში გახსნა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლის გახსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადგილობრივებისათვის:

საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა, მნიშვნელოვანია,როგორ მოზრდილებისთვის ,ასევე ბავშვებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გამოიყენონ, უფასო ინტერნეტი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე შეეძლებათ საშინაო დავალებების მომზადება. მოზარდებს შეუძლიათ დასვენების დღეები საინტერესოდ გაატარონ. აქ არის შეხვედრების დარბაზიც, რომლითაც უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ ადგილობრივებს. რამდენიმე კვირაში მსგავს ცენტრებს ასპინძასა და დედოფლისწყაროშიც გავხსნით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის, ბაღდათის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობა 200-ზე მეტ სერვისს მიიღებს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...