ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისი იქცა დაპაუზებულ და უფუნქციო ქალაქად - გიგა...

ქუთაისი იქცა დაპაუზებულ და უფუნქციო ქალაქად – გიგა შუშანია

ქუთაისისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მერიასთან ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ბიუჯეტის სეკვესტრი გააპროტესტა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში შევარდნაძის ეპოქა დააბრუნა და შექმნილი კრიზისის გამო ბიუჯეტი 8 მილიონ 300 ათასი ლარით შეამცირა, თუმცა ეს კრიზისი მხოლოდ რიგით ქუთაისელებზე გავრცელდა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ხელფსებზე არ ისახა.

სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” ქუთაისთან მიმართებაში მოუწია საკუთარი მავნებლური და არასწორი პოლიტიკის შედეგების აღიარება და ქუთაისის საკრებულომ განახორციელა ბიუჯეტის სეკვესტრი 2 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 5 მილიონ 600 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ახალი საგარეო ვალით დაკომპენსირდა.

დღეს “ქართული ოცნება” ქუთაისელებს გვეუბნება, რომ კრიზისის გამო იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს, თუმცა ეს კრიზისი მხოლოდ რიგით ქუთაისელებზე ვრცელდება და ის არ ეხება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს.

განხორციელებული სეკვესტრით 1 თეთრითაც არ შემცირებულა ქუთაისის მერის, იმერეთის გუბერნატორის და მათი მოადგილეების, “ოცნების” სხვა მაღალჩინოსანთა ხელფასები და ისინი ისევ გააგრძელებენ ბიუჯეტის საკუთარ კომფორტზე, ნათესავების და ახლობლების შენახვაზე ხარჯვას.

“ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” და პირადად ივანიშვილის მიერ, ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებული მავნებლური, მტრული დამოკიდებულების და არასწორი პოლიტიკის შედეგი, რის გამოც ქუთაისი იქცა დაპაუზებულ და უფუნქციო ქალაქად, სადაც ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა გაჩერებულია, ქალაქი მოსახლეობისაგან იცლება, ყვავის კორუფცია და ნეპოტიზმი.

მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის სეკვესტრი კი იმის დადატურებაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში საკუთარი პოლიტიკის უმძიმესი შედეგები და კრახი აღიარა,“ – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...