კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს...

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ტოპ-ათეულშია – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნათია თურნავას ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მინისტრი საქართველოში კორუფციისგან თავისუფალ ბიზნეს გარემოზე საუბრობს და მსოფლიო ბანკის კვლევას იმოწმებს:

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემო. ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი მოსყიდვის, წნეხის და შიშის გარეშე ისარგებლოს ყველა სერვისით, რასაც მას ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ.

საქართველოში რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე, კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემოა, ამას მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრის მიხედვით ტოპ-ათეულშია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის შესახებ.

კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანაში მოხვდა. ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით,“ – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...