შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება კი დუმს,...

“ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება კი დუმს, დამნაშავეები დაკავებულები არ არიან“ – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამართალდამცავი სფეროს ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან, რა დროსაც მსჯელობა გაიმართა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართალდამცავი ინსტიტუციები სრულად ჩამოშლილი, დეგრადირებულია და ნაცვლად იმისა, რომ პოლიციამ კრიმინალს ებრძოლოს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერებს ქუჩა-ქუჩა დასდევს და მუქარის ტონით ელაპარაკება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არსებული კრიმინალური მდგომარეობაა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულიად ჩამოშლამ გამოიწვია:

დღეს ქვეყანაში, შიმშილთან ერთად, უმთავრესი პრობლემა კრიმინალი გახდა. ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება კი დუმს. დამნაშავეები დაკავებულები არ არიან. ქვეყანაში მომატებულია კრიმინოგენური ფონი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ ქუჩაში ღამით, სიბნელეში გამოსვლის, ირგვლივ შიშია გამეფებული.

ეს არის უმძიმესი ვითარება, რაც მოიტანა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულმა ჩამოშლამ.

ბოლო ორი ღამის განმავლობაში თბილისში დასდევენ ჩვენს მხარდამჭერებს, ემუქრებიან, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლონ კრიმინალს.

როცა ამდენი პოლიციელი დროს კარგავს ინფორმაციების ძებნით, რომ ჩვენი მხარდამჭერები არსებული საბანკო დავალიანების გამო დააკავონ, ელაპარაკებიან მუქარის ტონით და ამ ფონზე არ ებრძვიან კრიმინალს, ძალიან სამწუხაროა.

დღეს ქვეყანაში სრულიად დეგრადირებულია სამართალდამცავი ინსტიტუციები,“ – გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...