პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები"საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა"...

“საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა” – „სტრატეგია აღმაშენებელი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ 24 აგვისტოს საღამოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერები მშენებარე კორპუსების ე.წ „სამშენებლო ღობეებზე“ საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ,  რა დროსაც ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და დააჯარიმეს. ჩვენი მხარდამჭერების იდენტიფიცირება პოლიციის მხრიდან დაშინების საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალ დამცველების მხრიდან მხარდამჭერების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისა და ხელების გადაგრეხვითა და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასმის დამუქრებით გამოიხატებოდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელმაც გაამხილა საკუთარი ვინაობა, საპატრულო პოლიციის მხრიდან გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაცემული ჰქონდა ინფორმაცია  შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ ის იმყოფებოდა ძებნაში, სასესხო ვალდებულების გამო.

ეს არის უკანონობა და უპრეცენდენტო თავხედობა, რადგან დღეს საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მოქალაქეთა პირად ინფორმაციებს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს.   „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია მსგავსი ქმედებებით პოლიციის ღირსებასაც ამსხვრევს“, – „სტრატეგია აღმაშენებელი“.

განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...